დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც გამყრელიძემ ამბობს, ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის.
ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, რომ თავი მოარიდონ სიცხეში სიარულს, ხშირად მიიღონ სითხე და დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მან ასევე რეკომენდაცია გაუწია მუნიციპალიტეტებს, ქუჩები დაამუშავონ ე.წ. წყლის გამფრქვევი მანქანებით.