დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა - მარინა ეზუგბაია - Palitra News

დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვისქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა - მარინა ეზუგბაია

2020-09-08 11:29:56+04:00

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი 45 შემთხვევიდან 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 -დან 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება. უწყების ცნობით, დღეს ბაზრობაზე მასიური ტესტირება დაიწყო, მანამდე კი ბაზრობა დახურული იქნება.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში PCR ტესტი 2767 პირს ჩაუტარდა.