ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქში Harland & Wolff-ის შტაბბინაში სასტუმრო "ტიტანიკი" გაიხსნა. სწორედ აქ შეიქმნა ცნობილი ლაინერის მონახაზები. შენობის რემონტს 2 წელი დასჭირდა და ამისთვის 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. 4-სართულიან სასტუმროში 120 ნომერია. ბრიტანული ლაინერი 1912 წელს პირველი რეისის შესრულების დროს აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა. ბორტზე 2 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა დაიღუპა.