"მე რომ 100 მანეთი მაინც მქონებოდა, კარგად ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი და ვხატავდი და ვხატავდი" - ნიკალას ეს ოცნება აუსრულებელი დარჩა. მხატვარმა რომლის ნამუშევრები დღეს მილიონად იყიდება და ჩვენი ქვეყნისთვის დაუფასებელ საგანძურს წარმოადგენს ცხოვრება ბნელ და ნესტიან ადგილას დაასრულა.მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი, რომლის ფართობი 6 კვადრატული მეტრია, თბილისში მდებარეობს. ეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალია, რომელიც 1982 წელს გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე, თვითნასწავლი მხატვარი ღამეებს ათევდა.ნიკო ფიროსმანი თბილისში, ფირომანის ქუჩაზე #29-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ მოწყობილ პატარა ოთახში ცხოვრობდა.
World’s smallest museum is in Tbilisi – Place where Pirosmani lived