18:46
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
დაასახელეს სავარაუდო დიაგნოზი; კვლავ შეცვალეს პროტოკოლი: ანგელა მერკელი ჰიმნს ისევ სავარძელში დამჯდარი უსმენდა
17-07-2019

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მოლდოვის პრემიერი მაია სანდუ მოლაპარაკებების წინ სახელმწიფო ჰიმნებს სავარძლებში მსხდომნი უსმენდნენ. ოფიციალური ღონისძიების პროტოკოლის შეცვლა უკვე მეორედ მოხდა. წინა კვირას მერკელი და დანიის პრემიერი მეტე ფრედერიკსენი ასევე სავარძლებიდან უსმენდნენ ჰიმნებს. მანამდე კი სამი კვირის განმავლობაში სამჯერ: უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ოფიციალური ვიზიტის, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მიღების, ასევე წინა კვირის დასაწყისში ფინეთის პრემიერ-მინისტრ ანტი რინეს გერმანიაში სტუმრობის დროს ანგელა მერკელი შეუძლოდ გახდა. ორიოდე დღის წინ ნეიროლოგიისა და კლინიკური ნეიროფიზიოლოგიის გერმანული კლინიკის ხელმძღვანელმა უვე იანკემ გერმანიის კანცლერის სავარაუდო დიაგნოზი დაასახელა. გერმანელი ექიმის აზრით, მერკელს შეიძლება ჰქონდეს ორთოსტატიკური ტრემორი. ამ დაავადების მქონე ადამიანი მხოლოდ ფეხზე დგომის შემთხვევაში კანკალებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები