მეცნიერებმა - დაასახელეს ყველაზე სასარგებლო ხილის სახეობა ეს ვაშლია, რომელიც იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან, აძლიერებს იმუნიტეტს და თანაც მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს. ბრიტანელებმა დაადგინეს, რომ მასში დიდი რაოდენობითაა С ვიტამინი, ანტიოქსიდანტები, რომლებიც ხელს უშლიან მრავალი დაავადების განვითარების პროცესს და აწესრიგებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.ვაშლის წვენი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომლებიც ანეიტრალებენ პირის ღრუში მავნე ბაქტერიების მოქმედებას. უფრო მეტიც, ვაშლში არსებული ფიტონუტრიენტები აქვეითებენ თავის ტვინის დაავადებების განვითარების რისკს. ვაშლი არ ემუქრება წონას. ერთი ცალი ვაშლი შეიცავს მხოლოდ 70-100 კალორიას.