დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ადვოკატმა ჟურნალისტებთან სპეციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ "ის ამ საქმით არ აპირებს პოლიტიკური კარიერის გაკეთებას". გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ყველა კომენტარი, რაც მან მედიასთან გააკეთა, შეთანხმებული იყო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან.