შეღებილი, ფალსიფიცირებული ღვინის გამოსავლენად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება მოგიწევთ. პირველ რიგში ღვინოში ჩაასხით გლიცერინი, რომელიც აფთიაქში იყიდება და არ ღირს ძვირი. ნატურალური ღვინის შემთხვევაში, გლიცერინი ფსკერზე დაილექება და არ შეერევა ღვინოს. შეღებილი სითხის შემთხვევაში კი ჭიქაში მოთავსებული სითხე მთლიანად გაფერადდება. ფალსიფიცირებული ღვინის გამოსავლენად ასევე შეგიძლიათ ღვინო ჩაასხათ პატარა ბოთლში, დააფაროთ თითი, ჩაყოთ წყლიან თასში და უკვე თასში ჩაყოფილს მოაშოროთ დაფარებული თითი. მოდით ვნახოთ რა მოხდება, ნატურალური ღვინის შემთხვევაში, ბოთლის ზედაპირიდან მხოლოდ მცირე რაოდენობით ღვინო შეერევა წყალს, როგორც ამ ღვინის შემთხვევაში მოხდა, როგორც ხედავთ მიუხედავად იმისა, რომ ბოთლი გადმოტრიალებულია, მასში არსებული ღვინო არ ისხმევა წყალში და არ ერევა მას. ვნახოთ რა მოხდება ფალსიფიცირებული ღვინის შემთხვევაში. იგივე მოქმედების შემდეგ, როგორც ხედავთ ბოთლში არსებული სითხე მთლიანად გადმოდის წყალში უწყვეტად და აფერადებს მას. ასევე შეგიძლიათ ღვინოს დაამატოთ სოდა, თუ ღვინომ გაფუჭებული ხორცის სუნი მიიღო ის სავარაუდოდ სანიტარული ნორმების დარღვევითაა დამზადებული და დაბინძურებულია. ასეთი ღვინის მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. დაბინძურებული ღვინის შემოწმება ასევე შეგიძლიათ ბოთლში მისი შენჯღრევით. შეანჯღრიეთ ღვინო და დადგით, ნებისმიერი ღვინო აქაფდება, თუმცა ქაფი მალევე უნდა გაქრეს, თუ ქაფი ზედაპირზე დარჩა, ღვინო დაბინძურებულია.