ბიუროს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც მის წევრებს შორის დაპირისპირება განსაკუთებით დაიძაბა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, აკაკი ბობოხიძეს სიტყვებით მიმართა: „დაახვიე ახლა აქედან“, თუმცა ბიუროს სხდომაზე გამართულ კამათში მონაწილეობა არ მიუღია. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სერგი კაპანაძემ და აკაკი ბობოხიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლა მოითხოვეს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აღინიშნა, ფარული ჩანაწერებიდან იკვეთება, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ბიზნესის რეკეტს და ფულის გამოძალვას.