შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუსთაველის გამზირე მომხდარი დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, აყვანილი ახალგაზრდების ასაკი 18 დან 22 წალმდეა.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, მათთვის უცნობი ოთხი მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი პირები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სამართალდამცველებმა სამივე ეჭვმიტანილი მომხდარიდან 5 წუთში, გრიბოედოვის ქუჩაზე დააკავეს.