სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.