17:23
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დააკავეს "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, რომლებმაც დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შეამოწმეს - შსს-ს განცხადება
18-01-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე ”ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები. შს სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები - 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა. ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა - ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

AutoPlay
სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია - ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
გამოქვეყნდა 17 წუთის წინ
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
გამოქვეყნდა 19 წუთის წინ
ბოლივიაში ხანძრის შედეგად 500 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
გამოქვეყნდა 33 წუთის წინ
ზახაროვა: მოსკოვი ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში და არა სოციალურ მედიაში ელოდება
გამოქვეყნდა 58 წუთის წინ
ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობის საკითხის განხილვა საკრებულოში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები