პოლიციამ ხაშურში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე დაჭრილი სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, ერთი დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რომელიც ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
იხილეთ:
კადრები ხაშურიდან, სადაც ერთი მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს - რას ამბობს ექიმი?