02:53
28 ნოემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს და სიდედრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
22-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 4 არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ ხ.მ.-ს და სიდედრს - 1967 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს. დაზარალებულმა ხ.მ.-მ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე, დადგინდა, რომ გ.ტ.-მ ანალოგიური ქმედება წარსულშიც არაერთხელ ჩაიდინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

AutoPlay
ქუთაისსა და "იმედის კლინიკაში" კორონავირუსს ექიმები ემსხვერპლნენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ტაივანის პარლამენტში ოპოზიცია ქვეყნის პრემიერს დაუპირისპირდა
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გენეტიკის ლაბორატორიის მმართველს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს და ბოდიშის მოხდას ითხოვს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
განახლდება თუ არა სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში?
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
შეზღუდვებით დაახლოებით 250 000 ადამიანი სამსახურს კარგავს - რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები