19:09
10 აგვისტო, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დააკავეს მამაკაცი, რომელიც ძარცვის, ყაჩაღობისა და ციხიდან გაქცევისთვის 24 წელი იძებნებოდა
06-10-2018

სამართალდამცველებმა ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა.
ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რისთვისაც მასზე ძებნა გამოცხადდა.ამ დროისთვის, დაკავებული გადაყვანილია მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში.


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები