სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.