ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ და სხვა მონაწილეებზე ზეწოლას ახდენდნენ. საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ.