საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამი პირი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები კუსტარულად დამზადებულ ახალი მოდიფიკაციის 50 და 100 ლარიან კუპიურებს ასაღებდნენ.