თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, "თი-ბი-სი ფეის" ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა ინკასაციის თანამშრომლები იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და მიიმალნენ. პოლიციამ ისინი 2 დღეში აიყვანა. თანხის ნაწილთან ერთად ამოღებულია 2 პისტოლეტი. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.