ქიმიური საშუალებების ხშირი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ფრანგმა ექსპერტებმა საოჯახო ქიმიის ყველაზე პოპულარული 60 ნიმუში შეისწავლეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დასუფთავების საშუალებები შეიცავენ ყველაზე ბევრ მსუბუქ ნივთიერებას, რომელიც კარცენოგენულია და ჰაერში იფანტება. საოჯახო ქიმიის შემოწმებული ნიმუშების 67% შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბაქტერიებს ანადგურებს. ეს ნივთიერებები ყველაზე ძლიერი ალერგენებია. მომხმარებელმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოს ეტიკეტს. მაგალითდ, თუ მასზე ძახილის ნიშანია გამოსახული, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ნივთიერება აღიზიანებს კანს და თვალებს.