"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია 16:00 საათზე დაიწყება. როგორც "ქართული მარშის" წევრმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის რეგიონებიდან ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩვენებას მშვიდობანად გააპროტესტებენ.
ამავე დროს, ბრეგაძის განმარტებით აქტივისტები აპირებენ, რომ კინოთეატრი "ამირანის" შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი შექმნან, "სირცხვილის კორიდორი" გააკეთონ და მაყურებლებს არ მისცენ ფილმის ჩვენებაზე შესვლის საშუალება.
ბრეგაძის თქმით, თუკი გარკვეული პირები ძალადობრივი ქმედებებით შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას, ისინი კინოთეატრების შესასვლელების პიკეტირებას მოახდენენ და კინოთეატრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ მისცემენ ფილმის გაშვების საშუალებას.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, "მარშელები" "გეი პროპაგანდის" წინააღმდეგები გამოდიან და განსხვავებული ორიენტაციის ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.