23:44
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
D ვიტამინის გარეშე ორგანიზმი კალციუმს ვერ ითვისებს - პროდუქტების სია, რომლებიც ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავენ
30-03-2018

კალციუმი ადამიანის ორგანიზმში გავრცელებული მაკროელემენტია. ის აუცილებელია გულისა და ძვლების სიჯანსაღისთვის.
ამერიკის ქირურგ-ორთოპედთა აკადემიის მონაცემებით, კალციუმის ასათვისებლად საჭიროა კიდევ ერთი ელემენტი, D ვიტამინი. ზრდასრულთათვის კალციუმის ნორმა დღეში 1000 მილიგრამია. D ვიტამინის დღეღამური დოზა 400-დან 4000-მდე ვარირებს. სწორად შედგენილი რაციონი ამ აუცილებელი ნაერთების ორგანიზმში არსებობის კონტროლში გვეხმარება.

ცხიმიანი თევზის სახეობები მდიდარია როგორც კალციუმით, ისე D ვიტამინით. დიდი რაოდენობით კალციუმს შეიცავს: რძე, ნადუღი, მაწონი, ბროკოლი, კომბოსტო და სხვა მწვანე ფოთლოვანი მცენარეები. ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს მზის სხივების ზემოქმედებით. თუმცა ზამთარში ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი. ასეთ დროს მეცნიერები გვირჩევენ რაციონი გავამდიდროთ D ვიტამინით მდიდარი საკვებით, როგორიცაა კვერცხის გული და სოკო შიიტაკე.


გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
Qetevan
11-04-2018
Makvs mcvave qronikuli gastriti ver vgebulob kalcs ra sakvebi unda mivigo rom avanazgauro dgiuri norma
სხვა სიახლეები