ადამიანის ორგანიზმისათვის დ-ვიტამინის მნიშვნელობა დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ეს კავშირი, ძირითადად, ბავშთა ასაკში განვითარებული რაქიტთან ან ძვლების სხვა პათოგიასთან იყო ასოცირებული.
ბოლო წლების განმავლობაში, დაგროვდა ძალიან ბევრი მონაცემი, რომლებიც მიუთითებენ D-ვიტამინის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ძვლებში კალციუმისა და ფოსფორის ჩალაგების პროცესზე და ძვლის ნორმალური სტრუქტურის ფორმირებასა და შენარჩუნებაზე, არამედ ნივთიერებათა ცვლის სხვა პროცესებშიც აქტიურ და მნიშვნელოვან მონაწილეობაზე;
დ ვიტამინი გავლენას ახდენს იმუნური და აუტოიმუნური პროცესების მიმდინარეობაზე, ხშირ ავადობაზე, დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების თავისებურებაზე.
ფაქტი, რომ D-ვიტამინის დეფიციტის მქონე პირთა რაოდენობა დრამატულად მატულობს და ამ მდგომარეობის კორექცია, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება.