ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა.
ამასთან, შრომის ინსპექციამ სამი სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე საქმიანობდნენ.