ცხოვრების ჯანსაღი წესი - ყველას თავისებურად ესმის. რა არის მისი არსი და პრინციპები?
არსებობს მოსაზრება - ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა. თანამედროვე ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა, თუმცა დღეს ის გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს, დამოკიდებულია ინტერნეტზე და აქვს ბევრი მავნე ჩვევა. მართალია ისწავლა ეპიდემიებთან ბრძოლა, მაგრამ ყოველი ახალი ვირუსი სერიოზული გამოწვევაა. ამას ემატება სხვა, „ცივილიზაციისთვის“ დამახასიათებელი ავადობები: - გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და ონკოლოგიური დაავადებები.