ყველა კრიზისული პერიოდი გაურკვევლობითა და არამდგრადობით ხასიათდება. დღეს ამ კრიზისს აქვს სახელი – COVID–19.
ჩვენ, ანუ კაცობრიობამ, არ ვიცით როდის დასრულდება ეს კრიზისი. არც ის ვიცით, როგორ დასრულდება გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორისაა, თუ როგორ ხდება COVID-19-ის გადადება, როგორ უნდა დაიცვათ თავი, და როგორ მოიქცეთ.
აუცილებელია მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავს სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება და გავითვალისწინოთ აუცილებელი რეკომენდაციები.