Colgate კბილის პასტებს მეორადი გამოყენებისთვის განკუთვნილ ტუბებში გამოსცემს. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ყოველწლიურად 20 მილიარდი ერთჯერადი გამოყენების კბილის პასტა გამოიყენება.
თანამედროვე ტუბები პლასტიკისა და ალუმინის ნარევისგანაა შექმნილი და ამიტომაც არ ექვემდებარება მეორად გადამუშავებას. ახალი კბილის პასტა კი სახელწოდებით Smile for Good, მაღალი სისქის პოლიეთილენის ტუბით გამოვა.
Colgate პირობას დებს, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას მის კონკურენტებსაც გაუზიარებს, რათა ერთობლივად შეამცირონ გადაუმუშავებელი ნაგვით გარემოსთვის ზიანის მიყენება. თუმცა, The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ახალი კბილის პასტა არსებულებზე ექვსჯერ ძვირია.