როგორც მოგეხსენებათ, ბრიტანულმა ჯგუფმა coldplay-მ 22 ნოემბერს ახალი ალბომი, სახელწოდებით Everyday Life გამოსცა. ორნაწილიანი ალბომის ცოცხალი სესია იორდანიის დედაქალაქ ამანში შედგა. პირველი ნაწილი ქოლდფლეიმ მზის ამოსვლისას, ხოლო მეორე მზის ჩასვლისას შეასრულა. აღნიშნული კონცერტი იუთუბის საშაულებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.