10:37
20 ივნისი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არტTIME
Coldplay-მ ახალი სიმღერის პრემიერა კოსმოსში გამართა
16-05-2021

ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, Coldplay, წლების განმავლობაში უამრავი დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივრებს, თუმცა, ამჯერად სამყაროდან გასვლა გადაწყვიტა, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.
ახალი სიმღერის — Higher Power-ის — პრემიერა, სანამ ის ციფრულ პლატფორმებზე გამოჩნდებოდა, საგანგებოდ შედგა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მომუშავე ფრანგი ასტრონავტის, ტომა პესკესთვის. ამდენად, კოსმოსში მყოფი პესკე პირველი იყო, ვინც კომპოზიციას მოუსმინა.
ასტრონავტს ვიდეოზარის საშუალებით ბენდის სოლისტი, კრის მარტინი, გაესაუბრა.
"ამჟამად არ შეგვიძლია, რომ დედამიწაზე ვინმესთვის დავუკრათ, ამიტომ, ვიფიქრეთ, მხოლოდ შენ მოგასმენინებდით", — უთხრა მარტინმა პესკეს, — "ერთი ადამიანისთვის გამართულ კონცერტს ჰგავს".
საუბრის დროს მუსიკალური ჯგუფის წევრი შეეხო კოსმოსის თემასაც და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ადამიანებისთვის სხვა პლანეტების მონახულება და შესწავლა "უფრო უსაფრთხოა", რადგან მათ დედამიწაზე არსებულის ყურების ეშინიათ. ამგვარად, მარტინმა სიმღერის მნიშვნელობის ახსნაც სცადა.
"ეს მართლაც ერთი დიდი ალეგორიაა", — აღნიშნა მომღერალმა, — "სიმღერა ჩვენს თავში ასტრონავტის პოვნაზეა; იმ ადამიანისაზე, რომელსაც საოცარი რაღაცების ჩადენა შეუძლია".

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები