რუსეთში Coca-Cola-ს პროდუქცია შესაძლოა, პარალელური იმპორტით შეიტანონ. ამის შესახებ რუსეთის ბიზნესომბუდსმენმა TASS-ს განუცხადა.
შეგახსენებთ, 9 მარტს Coca-Cola-მ გამოაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთში ბიზნესს აჩერებს. კომპანიის კონკურენტმა, PepsiCo-მ, ასევე, გადაწყვიტა ქვეყანაში სასმელების რეკლამირება და გაყიდვები შეწყვიტოს.
16 ივნისს Coca-Cola-მ რუსეთში სასმელისა და სხვა პროდუქტების წარმოება-რეალიზაცია შეწყვიტა. ამჟამად Coca-Cola-ს დისტრიბუტორი, HBC და მისი მომხმარებლები პროდუქციის მარაგს ყიდიან. მისი ამოწურვის შემდეგ Coca-Cola HBC რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილი აღარ იქნება.
McDonald’s-ის შემსყიდველი, სწრაფი კვების ქსელ „ვკუსნო ი ტოჩკას“ მფლობელი, ამბობს, რომ მარაგში Coca-Cola ჯერ დარჩენილი აქვთ, ხოლო შემდეგ შემცვლელს ტენდერით შეარჩევენ. რუსეთში Coca-Cola-სა და Fanta-ს ანალოგები შესაძლოა, Funky Monkey Cola და Orange გახდეს.