კომპანია Coca-Cola Hellenic Bottling Company (HBC), რუსეთში გაყიდვებსა და წარმოებას წყვეტს.
როგორც სააგენტო Reuters-ი ამერიკულ კომპანიაზე დაყრდნობით წერ, დღეისათის Coca-Cola და მისი კლიენტები მარაგების ამოწურვაზე არიან გადასულები.
მარტში კომპანიამ რუსეთში ბიზნესის შემცირების შესახებ განაცხადა, კერძოდ, საუბარია რუსეთის ბაზრისთვის საჭირო ინგრედიენტების მიწოდების შეჩერებაზე.
მაისში კი Coca-Cola Co.-ს ხელმძღვანელმა ჯეიმს ქუინსიმ რუსეთის დატოვების შესაძლებლობაც დაუშვა.
რუსეთში Coca-Cola HBC-ი 10 ქარხნით ოპერირებს. 2021 წელს კომპანიამ რუსეთში გაყიდვები 18,3%-ით 373,3 მლნ შეფუთვამდე გაზარდა.