კომპანია Coca-Cola აპირებს შეამციროს საკუთარი ნახშირორჟანგის კვალი და დაიცვას ეკოლოგიურობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ მისი პირველი ქაღალდის ბოთლის პროტოტიპი წარადგინა.
Coca-Cola Europe-მა შეიმუშავა ახალი შეფუთვა კომპანია Paboco-სთან ერთად, რომელიც ამავდროულად მუშაობს Absolut-ის ქაღალდის ბოთლებზე. კომპანია იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს ისეთ გზას, რომლის შედეგად მათი ბოთლის მეორადი გადამუშავება ქაღალდის მსგავსად მოხდება.
მისი თქმით, კომპანიისთვის მომდევნო ნაბიჯი იქნება ბოთლის შექმნა პლასტიკის საფენის გარეშე. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ჩაუშვა ეკოლოგიური კამპანია World Without Waste, რათა შეაგროვოს და მეორადად გამოიყენოს ბოთლად გაყიდული თითოეული სასმელი.