კომპანია Coca-Cola-მ წლიური შემოსავლებისა და გაყიდვების გაუმჯობესებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, თეატრების, რესტორნებისა და სტადიონების ხელახლა გახსნის შემდეგ, გამაგრილებელ სასმელზე მოთხოვნამ იმატა.
მსოფლიოში გაზიანი სასმელების უმსხვილესი მწარმოებლის აქციები ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყისში 2%-ით გაიზარდა. ჩრდილო-ამერიკაში მეორე კვარტლის შემოსავალი 28%-ით გაიზარდა, რაც განაპირობა შეერთებულ შტატებში ვაქცინირებულებისთვის საზოგადებრივი დაწესებულებების გახსნამ და ქვეყნის მასშტაბით სასაზღვრო გამტარიანობაზე შეზღუდვების შემცირებამ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წლიური ორგანული შემოსავლის 12-დან 14%-მდე ზრდას მოელიან მაშინ, როცა მანამდე ერთნიშნა ზრდას ვარაუდობდნენ. ასევე, მოელიან, რომ წლიური კორექტირებული მოგება აქციაზე 13%-იდან 15%-მდე გაიზრდება. ამაზე წინა პროგნოზი ერთნიშნა მაჩვენებლიდან ორნიშნა მაჩვენებლამდე ზრდას გულისხმობდა.
მეორე კვარტალში, რომელიც 2 ივლისს დასრულდა, Coca-Cola-ს სუფთა შემოსავალი 42%-ით, 10 მილიარდ 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.