Coca-Cola-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ მის არაალკოჰოლური სასმელების ხაზს ახალი სასმელი - Aquarius-ი დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Campaign ავრცელებს. ახალ მინერალურ წყალს ლიმონის და ლაიმის გემო ექნება, ხოლო მის შემადგენლობაში იქნება - მარილი, მაგნიუმი და ცინკი.
როგორც Marketing Week წერს, ახალი სასმელის შეფუთვაზე არ არის დატანილი Coca-Cola-ს ბრენდინგი. მისივე ინფორმაციით, Aquarius გახდება 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პარტნიორი. ახალი მინერალური წყლის ჩამოსხმა 400 და 900-გრამიან ბოთლებში მოხდება.