ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის, Coal of Georgia-ს დირექტორი, მიხეილ სოცკი აცხადებს, რომ მეშახტეების მოთხოვნებთან დაკავშირებით პროფკავშირს შეხვდა და ყველა საკითხი პუნქტობრივად განიხილა. სოცკი მიიჩნევს, რომ მეშახტეებთან შეთანხმება მიღწეულია. ამასთან, როგორც კომპანიის დირექტორი ამბობს, არავითარი შემცირება და ხელფასების შეკვეცა არ იგეგმება.