CNN - სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა - Palitra News

CNN - სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა

2021-08-11 14:48:58+04:00

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა - ამის შესახებ CNN აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, 2 აგვისტოს მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა ფაქტორი იყო და არა - ვირუსი, მიუხედავად დაინფიცირებისა.