03:14
16 აპრილი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
CNN: შტატებში ლუქს-კლასის ავტომობილებზე ნამდვილი ბუმია
06-04-2021

პანდემიის მიუხედავად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ლუქს-კლასის ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. საუბარია, პრესტიჟულ ბრენდებზე Bentley-სა და Lamborghini-ზე, რომელთა გაყიდვები რეკორდულად არის გაზრდილი. მაშინ როცა საშუალო საფასო სეგმენტის ავტომობილების გაყიდვები კლებაშია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN კვლევით კომპანია J. D. Power-ზე დაყრდნობით წერს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში შტატებში იმ ავტომობილების გაყიდვები, რომელთა ფასი 80 ათას დოლარზე მეტია, გაორმაგდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 100 ათასი დოლარისა და უფრო მეტი ღირებულების ავტომობილების გაყიდვები გაზრდილია - 63%-ით.

Bentley-სთვის გასული წელი მისი დაარსებიდან მოყოლებული ყველაზე წარმატებული იყო გაყიდვების მხრივ. კომპანიამ 2020 წელს 11 ათას 206 ავტომობილი გაყიდა. ასევე არსებობის განმავლობაში რეკორდული იყო გასული წელი Lamborghini-სთვისაც, კომპანიამ 2020 წელს 7 ათას 430 ავტომობილის რეალიზება შეძლო. სპეციალისტების აზრით, პანდემიის გამო ადამიანებმა ვერ შეძლეს მდიდრულ კურორტებზე დასვენება და სანაცვლოდ მდიდრული ავტომობილების შეძენა დაიწყეს.

AutoPlay
მარტში ფულადი გზავნილები 49.5%-ით გაიზარდა - დონორი ქვეყნების რეიტინგში ისევ რუსეთი ლიდერობს
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტმა ნახევარ წელიწადში 1,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
შეზღუდვების გამო თურქეთში შესაძლოა, 800 ათასამდე რუსი ტურისტი ვეღარ ჩავიდეს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ვაშინტგონი ციფრულ იუანს დოლარისთვის საფრთხედ განიხილავს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლისას ვაქცინაციის მიუხედავად, გარკვეული შეზღუდვები მაინც შეეხებათ
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
საქართველოში კარტოფილის ფასი ისტორიულ მინიმუმზეა - მარაგი დიდია, იმპორტი კი იზრდება
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები