CNN-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ზამთრის კურორტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, რამდენიმე მათგანი კი უკვე გაქრობის პირასაა. გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში გლობალური დათბობისა და ტემპერატურის მატების გამო მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ზამთრის კურორტს სერიოზული პრობლემები შეექმნა. მსოფლიოს მასშტაბით ათობით ზამთრის კურორტზე თოვლი შესამჩნევად მცირე რაოდენობით მოდის, ზოგიერთ მათგანზე კი ნალექი საერთოდ არ მოვიდა. ამასთან, კურორტების ნაწილისთვის ხელოვნური დათოვლიანებაც არ აღმოჩნდა გამოსავალი. ტემპერატურის მატების გამო ხელოვნური თოვლიც გადნა და კურორტები სათხილამურო ტრასების გარეშე დარჩნენ.საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კვლევის თანახმად, დედამიწაზე ტემპერატურის 1 გრადუსი ცელსიუსით მომატება თოვლის ხაზს 150 მეტრით მაღლა სწევს. შესაბამისად იმ სათხილამურო კურორტებს, რომელებიც ზღვის დონიდან ათას მეტრზე დაბლა მდებარეობს გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.