07:46
10 დეკემბერი, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
ცხოვრება პროთეზით - 14 წლის ნიკას გზა სირთულეებითა და გამარჯვებებით
29-03-2016
ზუსტად 14 წლის წინ, მაშინ, როცა სოფიო ჩლაიძე ტყუპი ბიჭების დედა გახდა, სიხარული დიდმა ტკივილმა შეცვალა. ტყუპისცალი დაბადებიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, ნიკას კი თანდაყოფილი ანომალია აღმოაჩნდა - ახალშობილს არ ჰქონდა ძირითადი წვივისა და ქუსლის ძვლები. დედამ საკუთარ თავს დეპრესიაში ჩავარდნა არ აცალა და გამოსავლის ძებნა დაიწყო.

ამ ძიებამ არჩევანის წინაშე დააყენა - ბავშვი სამუდამოდ ეტლს უნდა მიჯაჭვოდა ან ორივე ქვედა კიდურის ამპუტაცია უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ პროთეზი მოერგოთ. ხელოვნური კიდურები კი მას დამოუკიდებლად გავლის შანსს მისცემდა. სრულფასოვანი ცხოვრების ალბათობა დიდი იყო... დედამ გადაწყვეტილება მიიღო, შვილისთვის კიდურების ამპუტაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ოპერაციის უფლებას არ აძლევდა... მას არწმუნებდნენ, რომ ბავშვს 13 წლამდე უნდა დალოდებოდა და არჩევანი თავად გაეკეთებინა. საბოლოოდ დედამ გაიმარჯვა.

ახლა ნიკა ჩლაიძეს პროთეზი გამოსაცვლელი აქვს და ამისთვის 26 888 ლარია საჭირო. სოფიო იმედოვნებს, რომ ამ თანხის მოგროვებას კეთილი ადამიანების დახმარებით ახლაც შეძლებს.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები