ფინელ მეცნიერთა ვარაუდით, ჩვილების მუცლის ტკივილის მიზეზი, შესაძლოა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ქოლეცისტოკინინის დეფიციტი იყოს. ჰორმონ ქოლეცისტოკინინს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ ნაღვლის ბუშტის შეკუმშვაში დიდ როლს თამაშობს, სედატიური მოქმედებაც ახასიათებს.
მეცნიერებმა რადიოიმუნოლოგიური მეთოდით გამოიკვლიეს 40 ჩვილი, რომლებსაც მუცლის ტკივილი აწუხებდათ. ნაღვლის ბუშტის შეკუმშვის ფუნქციის თავისებურებებს ულტრაბგერის მეშვეობით შეისწავლიდნენ. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ქოლეცისტოკინინის კონცენტრაციის შემცირება ბავშვების აგზნებას იწვევდა.