ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, დღევანდელი პროცესის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ადვოკატმა სასამართლოს მიმართ იშუამდგომლა, რომ აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო პროცესი გადადებულიყო, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი ირაკლი მარშანია, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესის გადადება მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან სასამართლო განხილვები ჭიანურდება. აბესაძის ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარისთვის გასაკვირია, რატომ მოხდა ბრალდებულის ბადრაგირება სასამართლოში და არა იქ, სადაც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.