თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა - ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია "ქართული ოცნების" დატოვებას მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე არსებულ განხეთქილებას უკავშირებენ, როგორც ვატო შაქარიშვილმა განაცხადა კატეგორიულად მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება, ღირსეული ადამიანების "ნაცებად" წარმოჩენის მცდელობა. თავის მხრივ ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს ისტორიის წაშლა - თითქოს საქართველოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან და მანამდე არაფერი მომხდარა. როგორც მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს პარტიის დატოვების მიზეზი სასამარტლო კლანის წევრების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა საკრებულოს წევრები ასევე განმარტავენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება