ქობულეთის სასტუმროს მეპატრონის გარდაცვალების შესახებ "არმაზში"დაღუპული ბავშვების მშობლები ისაუბრებენ. ისინი პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ. მათი განმარტებით, ზაზა ართმელაძეს აიძულეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
"ჩვენთან შეხვედრა კატეგორიულად აუკრძალეს კაცს, რომელმაც ყველაფერი იცოდა. მაქსიმალურად შეეცადნენ, ჩვენ არ შეგვხვედროდა. საქმის დეტალები გამოძიებული გვაქვს და ამ ყველაფრის გამოფენას ვაპირებთ. ამ კაცს თავის მოსაკლავი არაფერი ჭირდა - თუ აფექტურ მდგომარეობაში იყო, მაშინვე მოიკლავდა თავს და ახლა, როცა ჩვენთან აპირებდა შეხვედრას, სახლში ვაპირებდით მისვლას. ადრე, გზაში დაიჭირეს თბილისში, რომ ჩვენამდე არ მოსულიყო, ახლა კი თავი მოაკვლევინეს", - განაცხადა ხვიჩიამ.