პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შემსუბუქებების ღონისძიებებს. მისი თქმით ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული პირის პასუხისმგებლობაა.
რაც შეეხება შემსუბუქებების შემდეგ ეტაპს, ღარიბაშვილის თქმით, შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. პრემიერის თქმით, მთავრობას ხალხის დახმარება და მხარდაჭერა ესაჭიროება რათა მიღწეული პროგრესი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებული შენარჩუნდეს.