ჩვენ მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი. ამ კონტექსტში პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ; გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება.