საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოსო ოსორაულის ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია მისი სავარაუდო გარდაცვალების შესახებ, - ამის შესახებ პალიტრანიუსს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ გუშინ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"ჩვენმა წყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოსორაული, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ფაქტობრივი მასალა არ არსებობს, ამიტომ 100%-ით ამას ვერც გაეროს მისია ამტკიცებს და ვერც ჩვენ. არც თვითმხილველი არსებობს და არც გვამი. სანამ ეს არ არის, 100%-ით ვერც ვადასტურებთ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, ოჯახმა დეტალური ინფორმაცია მიიღო დაკარგული მფრინავის ადგილსამყოფელის დასადგენად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ქართველი მფრინავი კონგოში ტყვედ რამდენიმე თვის წინ აიყვანეს, მას შემდეგ სოსო ოსორაულის შესახებ არავითარი ცნობა აღარ გავრცელებულა.