ჩვენი უახლოესი საბოლოო მიზანია ყველა ტრიბუნის გამოყენებით მასობრივი პროტესტის დაორგანიზება და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ხელისუფლების შეცვლას გარდაუვლად გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, იმუშაონ ყველა სხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, ყველა აქტივისტთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებსაც სურთ ცვლილებები.
"ჩვენ ვართ დიდ ბრძოლაში - საქართველოს გადარჩენისთვის და ამ ბრძოლის წაგების უფლება უბრალოდ არ გვაქვს!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.