საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. მისი თქმით, ეს არის ვარშავის სამიტის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ნატო მხარს უჭერს იმ რეფორმებს, იმ წარმატებას, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია და ნატო მზად არის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კუთხით მხარდაჭერა გააძლიეროს.