09:40
19 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"ჩვენი სინდისი და ნამუსი არიან ჩინჩალაძე, მურუსიძე, მეთოფიშვილი, გვრიტიშვილი?!" - ალეკო ელისაშვილი
12-02-2019

ეს მოსამართლეებიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, ამ ქვეყნის შვილები ხართ, მშობლები გყავთ, შვილები გყავთ - მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან ერთად ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით? ნამუსი არ გაქვთ იმ სასამართლოში? - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლეების საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლეები ქვეყნის სინდისსა და ნამუსს განასახიერებენ.

„ეს მოსამართლეებიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, თქვე დალოცვილებო, ამ ქვეყნის შვილები ხართ, მშობლები გყავთ, შვილები გყავთ, დები, ძმები - ერთი მაინც როგორ არ გამოდექით, რომ გამოხვიდეთ და თქვათ - ასეთი მანტიის ყოფაც ვატირე და მრცხვენია მურუსიძესთან და ჩინჩალაძესთან დგომა! მურუსიძის და ჩინჩალაძის გვერდით როგორ უნდა დადგე ადამიანი?! სულხან მოლაშვილი რომ ნაწამები და გაუბედურებული იყო დარბაზში, სიგარეტები რომ ჰქონდა ტანზე და სახეზე ჩაქრობილი და მოსამართლე რომ ეჯდა და არც კი ჰკითხა - რა გჭირსო? თუ ყველა ასეთი ხართ იმ კაცთან ერთად სასამართლოში?! სანდრო გირგვლიანის მოსამართლესთან ერთად როგორ დგახართ და როგორ აბედინებთ, რომ სასამართლოს ლიდერობა დაიბრალოს? ამ ხალხთან ერთად ყოფნა დისკომფორტს არ გიქმნით? ნამუსი არ გაქვთ იმ სასამართლოში?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოში ყველაზე ნამუსიანი ადამიანები უნდა იყვნენ. „ამერიკის უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთ წევრს რომ ნიშნავდნენ, 8 საათიანი პირდაპირი ეთერი ჰქონდათ! გაწურეს, ყოფა უტირეს, მთელი ამერიკა, 150 მილიონი კაცი უყურებდა, რადგან უზენაესში რომ მოსამართლეს ნიშნავენ, ის ჩინჩალაძესავით არც ერთ საქმეს კი არ იხილავს, ის ქვეყნის სინდისი და ნამუსია! იმიტომ არის ის ქვეყანა მაგარი, რომ თუ დასჭირდება მოსამართლეს, ტრამპსაც მოუგრეხს კისერს და ნებისმიერსაც! ჩვენი სინდისი და ნამუსი არიან ჩინჩალაძე და მურუსიძე, მეთოფიშვილი და გვრიტიშვილი?“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

AutoPlay
"360 გრადუსი" - მარგველაშვილის პოზიცია
09-08-2019
"ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ძალიან მიბრაზდებოდნენ იმიტომ, რომ 2003 წლიდან არ მომწონდა სააკაშვილი" - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
ვამბობდი, რომ ჩვენ სხვა რამისთვის მოვედით, ისინი მეუბნებოდნენ არა, შენ არ გაქვს უფლება ხმა ამოიღო - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
09-08-2019
ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? - გიორგი მარგველაშვილის პასუხი წამყვანს
09-08-2019
"360 გრადუსი" - 11 წელი აგვისტოს ომიდან; განათლების მინისტრის პოზიცია; უსუფაშვილის პოზიცია; ბოკერიას პოზიცია
08-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები