რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება დედა, გიული ალასანია და შვილები, ნიკოლოზ და ედუარდ სააკაშვილები მივიდნენ. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეათე დღეს მას და მის ძმას მამის ნახვის საშუალება მიეცათ. მისივე თქმით, ოჯახის პრიორიტეტია, რომ მიხეილ სააკაშვილი იხილონ ჯანმრთელი და თავისუფალი. მინვე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მათ ამ მიზანს იზიარებენ.